პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფრაქცია "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 81 დეპუტატი მას შემდეგ დარჩა, რაც პარტიიდან კიდევ 3 დეპუტატის წასვლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მიხეილ ყაველეშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით.
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი ფრაქციიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით გახდა. ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
სოზარ სუბარი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი ფრაქციიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობით გახდა. ის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ხოლო მიხეილ ყაველაშვილი X მოწვევის პარლამენტის წევრი ფრაქციიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობით გახდა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ.
ახლა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამივე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია.
მანამდე, კახა კუჭავამ, მიმდინარე წლის 20 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მან უარი თქვა სადეპუტატო მანდატზეც. კახა კუჭავას პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის გარდა, "ქართული ოცნებიდან" 2021 წლის 14 აპრილს უმრავლესობა ექვსმა დეპუტატმა დატოვა, ესენი იყვნენ:
აღნიშნული ექვსეული ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდნენ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერა არის საჭირო. თუ "ქართული ოცნების" საპარლამენტო რიგებს კიდევ 6 დეპუტატი დატოვებს, "ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს.