პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რამდენად აბსურდში ვართ შესული, როდესაც სააკაშვილისა და გვარამიასთვის სანქციების მოხსნას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ აბსურდზე უნდა აეგოს ქართული დღის წესრიგი და ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ვინმეს მაინც შეუძლია თქვას, რომ ეს ოდნავ მაინც სამართლიანია? დღევანდელი მედია გარემო ყოფილა არმაგედონი და უბედურება და გვარამია-სააკაშვილის სტანდარტები ამ მიმართულებით ყოფილა ბედნიერება ამ ქვეყნისთვის. აქ მივდივართ? რა ვქნათ გვარამიასა და სააკაშვილის სტანდარტებს დავუბრუნდეთ მედიასთან დაკავშირებით?“, - განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.