რამაზ საყვარელიძე: პრემიერის მიერ გაგზავნილი ღია წერილი პოლიტიკური მოვლენების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ეს ჯაჭვი დაიწყო დაახლოებით 2019 წლიდან. ეს ის წელია, როცა ჩინური მატარებელი შემოვიდა თბილისში

რამაზ საყვარელიძე

პრემიერის მიერ გაგზავნილი ღია წერილი პოლიტიკური მოვლენების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ეს ჯაჭვი დაიწყო დაახლოებით 2019 წლიდან. ეს ის წელია, როცა ჩინური მატარებელი შემოვიდა თბილისში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

„მეგობრობის აქტშიც როგორც იქნა თავიანთ პრეტენზიებში პირველ ადგილზე დააყენეს ჩინეთი. ჩინეთი არის ძირითადი პრობლემა, რატომაც დასავლეთი 2019 წლიდან თითქმის ყოველდღიურად გვაკრიტიკებს. მადლობა ღმერთს ცეცხლიანი ბრძოლა არავისთან არ გაქვს. ამ გზაზე იყო ოპტიმიზმი გამოთქმული, რომ ჩვენი პოზიცია იმდენად ხშირად ემთხვევა კონსერვატიული ჯგუფის პოზიციას. ტრამპი წმინდა წყლის კონსერვატორია და ტრამპის პოზიციასაც ემთხვევა, რომ მისი არჩევის მერე კვანძი გაიხსნება და შეიცვლება დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობა.

ვხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით ცვლილება არ დგება, კვანძი ისევ შეკრულია და ამ კვანძის ერთ-ერთი ნასკვი გამოვიდა კიდეც მეგობრობის აქტის სახით, რომელიც არ უარუყვია მა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს იყო ყველაზე უფრო მიუღებელი. ამით ცხადი გახდა, რომ დასავლეთთან ბრძოლა იმის თაობაზე, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, არ დამთავრებულა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ეგუებოდა ხან ერთ, ხან მეორე მმართველობას. არც ახლა არ იქნებოდა პრობლემა.

ამ ბრძოლაში გამოვლინდა მეორე ტენდენცია, რომ დასავლეთს უნდა არსებული ხელისუფლება შეცვალოს იმ ხელისუფლებით, რომელიც იყო 2012 წლამდე, ანუ „ნაციონალური მოძრაობით“. თუკი „ქართული ოცნება“ გამოიჩენს სისუსტეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში და „ქართული ოცნებიდან“ დაწყებული ძალიან ბევრ ადამიანს სანანებელს გაუხდის ამ წლებს. ახლა მიდის ფიზიკური არსებობისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.