„რაღაცას შემოგვთავაზებენ გამოსწორების პირობის სანაცვლოდ" - ხვიჩია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე

„გირჩის“ ლიდერი

„მაკრონმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არა მხოლოდ ტერიტორიულად, რაც ისედაც ცხადია, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ვართ, რადგან ჩვენი ბოლო პოზიციები არ ტოვებს სურვილს, რომ მხარი დაუჭირო და იბრძოლო იმისთვის, რომ საქართველო შენი ნაწილი იყოს", - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ჩვენ არ ვიქცევით სათანადოდ, არ ვისმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, აზრებს და ყველაფერს რომ თავი დავანებით, უპატივცემულოდ ვიქცევით. მეორე საკითხია ის, რომ მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებით შეფასება რამდენად იქნება სამართლიანი, როცა ამდენ საუკუნოვანი სწრაფვა აქვს ქვეყანას დასავლეთისკენ, იმის გამო, რომ აწმყოში ხელისუფლება ნაკლებად გამოადგა ამ მიზნისთვის, ხელი არ უნდა ჰკრა. მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება, არა ზუსტად ისეთს, რაც უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ რაღაცას შემოგვთავაზებენ გამოსწორების პირობის სანაცვლოდ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.