რადოსლავ სიკორსკი - პუტინი კვლავ დასცინის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას

რადოსლავ სიკორსკი

პუტინი ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით მიტანილ იერიშს გამოეხმაურა.

„პუტინი კვლავ დასცინის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, 14 ივლისს დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა რუსეთის მიმართ და პირობა დადო, რომ მოსკოვს „ძალიან მკაცრ ტარიფებს“ დაუწესებს, თუ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს 50 დღეში არ დაიდება.