„ტემპერატურა მოიმატებს...“ - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
1769506862
"საჯარო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნება პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს" - ასე აფასებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნება" დებატების ჯანსაღი ფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და საგნობრივთან ერთად თემატური დისკუსიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა საჭირო და დროულია, რადგან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ჯანსაღი დისკუსია კი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.
საკითხზე კომენტარი პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
"დებატები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ ორივე მხარე მოისმინონ და მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები. ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია. ეს სიურპრიზი არ არის, ვინაიდან საზოგადოების თვალში ნათლად გამოჩნდება, რომ მათ მხარეს არანაირი სიმართლე არ დგას. შესაბამისად, ძალიან შეშინებულები არიან და რაღაც უაზრო მიზეზებით ცდილობენ, ეს ყველაფერი თავიდან აირიდონ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" და მზად ვართ, ეთერი გაიხსნას დისკუსიისათვის ჩვენს მიერ შერჩეული ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპონდენტების მონაწილეობით, რასთან დაკავშირებითაც, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ.