ხობში, 25 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1743594846
ოპოზიციის მორიგი ფიასკო - ასე ეხმაურებიან ოპონენტების მიერ გუშინ გამართულ აქციას უმრავლესობაში. მათი განმარტებით, ოპოზიცია ვერასდროს გაერთიანდება რადგანაც არ აქვთ ჩამოყალიბებული საერთო პოზიციები გეგმებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, უკმაყოფილოები არიან ოპოზიციური სპექტრის ნაწილშიც. მათი შეფასებით, უკეთესი იქნებოდა, თუ ოპოზიციას ერთიანი პოზიციები ექნებოდა.
"რადიკალებს იმაზე უფრო მეტი ფიასკო არ შეიძლება ჰქონოდათ, რაც სცენაზე მყოფი სალომე ზურაბიშვილია მათი ერთადერთი სახე, რომლის გამოჩენა შეუძლიათ. შეკრებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ისინი არც გეგმას ფლობენ და არც არანაირ გარკვეულ სამოქმედო ნაბიჯებს აპირებენ გადადგან ამ გამარჯვებისთვის იმიტომ, რომ მათ ეს გამარჯვება არ ეკუთვნით და ეს გამარჯვება ქართველ ხალხს მათთვის არ მიუცია“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი