რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

ჯკ

რუსეთი უკრაინას დრონებით მთელი ღამის განმავლობაში უტევდა. საჰაერო იერიშები განხორციელდა სუმისა და ჩერნიგივის ოლქებზე. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 214 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 2 სარაკეტო და 34 საავიაციო იერიში განახორციელეს. განსაკუთრებით აქტიური იყო საბრძოლო მოქმედებები სევერსკის, პოკროვსკის, კუხაროვოსა და ვრემოვსკის მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მძიმეა ვითარება დონეცკის ოლქში, მისივე თქმით, საჭიროა ძალის გამოყენება კურსკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიოს.

„მძიმე ვითარებაა პოკროვსკის მიმართულებით და კურახოვოში. მადლობელი ვარ ყველა ქვედანაყოფის, რომელიც იქ ოკუპანტებს ანადგურებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს კურსკის ოლქში - იქ საჭიროა ძალა იმისთვის, რომ უკრაინამ და უკრაინელებმა დიპლომატიაში სწორ შედეგებს მიაღწიონ. უკრაინას სჭირდება საიმედო და გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს მიზნებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.