პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“ქალბატონმა ფოტიგამ განგვიცხადა, საქართველო საკუთარ თავს კი არა, “კოლექტიურ დასავლეთს” ეკუთვნისო… ის ალბათ, იანუკოვიჩის პრორუსული პარტიის წევრ გონჩარენკოს და კელი-კრამერებს გულისხმობდა “კოლექტიურ დასავლეთში”,- ამის შესახებ ორგანიზაცია “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სანამ გონჩარენკოს, ვინმეს რუსულ კავშირებზე ალაპარაკებთ, მის ბიოგრაფიაში მაინც ჩაგეხედათ თქვე დალოცვილებო, იმის არ იყოს, რითიც დავიწყე - ოლიგარქიო ივანიშვილზე წერთ და თქვენი “ისტორიული” კონფერენციის ბანერზე სამების ტაძარი აგირჩევიათ ფონად… ტყუილში ხართ თავიდან-ფეხებამდე და ეს თქვენი კონფერენციები და რეზოლუციები, ჩვენში მხოლოდ იუმორს აღძრავს და გენიალური ელდარ შენგელაიას, გენიალურ ”ცისფერ მთებს” გვაგონებს! ევროპა თავზე გენგრევათ და თქვენ ერთმანეთს ატყუებთ ვითომ რაღაც საქმეში ხართ, გავლენები გაქვთ და “დემოკრატიას” დარაჯობთ! რაც ღირებული და მყარი საყრდენი გაგაჩნდათ, კი გამოუთხარეთ ძირი უკანასკნელ წლებში და ტაბუებზე, გენდერზე და პოლიტკორექტულობაზე ნაშენები სიმახინჯე დიდ ხანს ვეღარ გაგიძლებთ! P.S. ეს ოთხი სათაური რათ უნდოდა…?!” - წერს შაქარიშვილი.