პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არანაირი პრობლემა არაა, იზოლაციის ვადაც 2-3 დღეში დასრულდება. უამრავი ბინძური სპეკულაციის მიუხედავად, არანაირი პრობლემა მას წასვლაზე არ აქვს და არც ოდესმე ჰქონია. აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ დელეგაციის შემადგენლობაში შეუძლიათ შესვლა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც. თუ პასუხი არ იქნება, ან როგორი იქნება, წინასწარ ნუ ვიმარჩიელებთ. უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ამ ფონზე კითხვებიც კი არ გვქონდეს და უაპელაციოდ ვიღებდეთ რაღაც გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს მდინარაძე.