პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას 23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართავს. ღონისძიება 16 საათზე დაიწყება. გადამწყვეტ არჩევნებამდე 5 დღით ადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
„23-ში ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, რომ ჩამოვლენ, დაგვაფასებენ და ყველას ერთად ვაჩვენებთ ჩვენს ძალას - იმ ძალას, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საქართველოს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ლაშა ტალახაძე.
„23-ში ვიკრიბებით ადამიანები, ვინც ვართ ღირსების, პატიოსნების, წესიერების და მშვიდობის მხარეს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გენო პეტრიაშვილმა.
„23-ში ველოდებით არა მარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, არამედ მთელ საქართველოს. მთელი ერი უნდა დადგეს ერთად“, - ამბობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი გაბუნია
„ეს იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება. კიდევ ერთხელ ვეტყვით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ქვეყანაში“, - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ პროგრესი 2012 და 2024 წელს შორის არის საგრძნობი. საქართველო ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით მიიწევს ევროპისკენ“, - მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
„ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და როგორი არის საქართველოს მოქალაქეების მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში“, - ფიქრობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე.