რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
"ვიქტორ ორბანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემ და მას მშობლიურ, მისთვის გასაგებ ენაზე გაესაუბრებიან" - ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარაზე უკრაინული მედია აქტიურად საუბრობს.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მუქარის ენით ესაუბრება და მის სავარაუდო ლიკვიდაციაზე საუბრობს. ზელენსკის განცხადებით, თუ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას დაბლოკავს, ორბანის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის "დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, რა მძიმეც არ უნდა იყოს უკრაინაში მდგომარეობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ვითარება, სხვა სახელმწიფოს ლიდერზე სიცოცხლის მოსპობით მუქარა, მინიმუმ აღმაშფოთებელი და მაქსიმუმ მიუღებელია.
"რა თქმა უნდა, გამაოგნებელია, როდესაც ნატოს წვერი სახელმწიფოს ლიდერებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, სიცოცხლის მოსპობით. ეს არის დამარცხებული სახელმწიფოს ლიდერის განწირული ნაბიჯები და განცხადებები, როდესაც ხედავს, რომ ყველამ გაწირა, ვინც აქამდე იფიცებოდა და ცრუ დაპირებებით აბრუებდა უკრაინელებს, რომ გვერდში დაუდგებოდნენ, იარაღს მისცემდნენ, მაქსიმალურად მათთან ერთად იომებდნენ, ნატოში და ევროკავშირში გააწევრიანებდნენ. ეს დაპირებები აღმოჩნდა ცრუ დაპირებები და მხოლოდ იმისთვის, რომ გაებრუებინათ უკრაინელები და ეს ომი გახანგრძლივებულიყო რაც შეიძლება დიდხანს. ეს განცხადებები სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, მაგრამ, კიდევ ერთხელ, რა მძიმეც არ უნდა იყოს უკრაინაში მდგომარეობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ვითარება, სხვა სახელმწიფოს ლიდერზე სიცოცხლის მოსპობით მუქარა, მინიმუმ აღმაშფოთებელი და მაქსიმუმ მიუღებელია", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.