„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები სხდომის დაწყებას ელოდებიან. ადმინისტრაციასთან ის მონაწილეები არიან შეკრებილი, რომლებმაც მთელი ღამე ადგილზე გაათენეს და დილით, მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.
"ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობის გამოსწორებას და ერთადერთ გზად მიგვაჩნია ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ამ 6 თვეში უზრუნველყოფს იმ რეფორმების გატარებას, რაც ევროპამ მოგვთხოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ ბრძოლით," - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ამ დროისთვის მთავრობის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.