ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი უკან გაიწვია, ქვეყანა სისხლის ღვრას გადაარჩინა, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, აქცია და ტრიბუნა ხელში აიღეს რადიკალებმა. ახლა ყველა ქმედება, რაც იქ მოხდება, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერაში ჩაეთვლებათ იქ მდგომ სტუდენტებს, რაც ძალიან სამწუხაროა.
"გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი უკან გაიწვია, ქვეყანა სისხლის ღვრას გადაარჩინა, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. ევროპა გვინდაო და ევროპაში კანონი რომ უზენაესია მომიტინგეებმა ხომ უნდა იცოდნენ, უკვე უსტატუსო ლომჯარიამ თქვა და გამოუშვეს, ასე ხომ არ არის, სასამართლო ხომ უნდა ჩატარდეს?
და რა ხდება დღეს პარლამენტთან, გაკოტრებული, რეპუტაცია დანგრეული, საკუთარი მოქალაქეების წინაშე დამნაშავე პარტიის მიტინგად ხომ არ გადაიქცა აქცია? ამის თქმის საშუალებას მაძლევს ტრიბუნასთან მდგომი ვანოს და ხაბეს ხელის ბიჭები კაპანაძე და ფავლენიშვილი. აქცია და ტრიბუნა ხელში აიღეს რადიკალებმა. ახლა ყველა ქმედება, რაც იქ მოხდება, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერაში ჩაეთვლებათ იქ მდგომ სტუდენტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ახალგაზრდების ბრმა იარაღად გამოყენება კი უპატიებელი." - წერს ფოჩხუა Facebook ზე.