რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

აქცია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნით დაიწყო.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები. 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა წინა ორი დღის განმავლობაში, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

საკანონმდებლო ორგანოსთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამი დღის წინ დაიწყო.

მოქალაქეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც მმართველმა პარტიამ დღეს უკან გაიწვია.

ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.