„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება. – ამის შესახებ „ტაბულას” დამფუძნებელი, „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტინქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა – 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა – უსაზიზღრესი შარლატანია.
მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი – მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს", – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, „რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს. – „რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“.