რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის "მთავარზე" და ნაყოფია არ თიშავს. გიგამ ალიანსის წინაპირობად "მთავარის" გახსნა რომ დაუყენა გვარამიას, მეო ვერ ვაკონტროლებ მთავარს, ნაყოფია მიშლის ხელსო - ატყუებდა - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას რედაქტორი

"აუ, რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი და პარტია "ფედერალისტების" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი გვარამიას შესახებ აღნიშნავს, რომ მან „ცრუმაგიერი პირი დააყენა სიის პირველ ნომრად, რომ თვითონ იყოს ლიდერი“

"აუ, რა დაპირისპირებულია მიშა გვარამიასთან, 15 წუთია გვარამიას ბრიფინგი მიდის მთავარზე და ნაყოფია არ თიშავს.

გიგამ ალიანსის წინაპირობად "მთავარის" გახსნა რომ დაუყენა გვარამიას, მეო ვერ ვაკონტროლებ მთავარს, ნაყოფია მიშლის ხელსო - ატყუებდა.

ისე უნდოდა პარტიის hostile takeover, რომ ჩვენ არ გამოვეჩინეთ - ეგ ვიღას დააინტერესებს, ჩვენ თუ ხალხთან კომუნიკაციის გზები ხსნილი გვაქვს (ელენე, ზურა და მელია კი ჰყავს ბანდეროლივით ამოჩრილი. სიის პირველი ნომრობაც არავის დაუთმო, ცრუმაგიერი პირი დააყენა სიის პირველ ნომრად, რომ თვითონ იყოს ლიდერი).

ვისაც მიშას "ბეზპრედელი" არ გინდათ, ბიძინას "ბეზპრედელის" სანაცვლოდ, "ნაცებს" და "აჰალს" ხმა არ მისცეთ.

ვინც დამიჯერებთ, არ ინანებთ," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.