რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდის სასჯელს? ყველა ასე იტყვის - არ ვენდობიო პროკურატურას, არ მისცემენ ჩვენებას და დასხდებიან სახლში, არ აგებენ პასუხს დანაშაულზე - ზაალ მიქელაძე

ზაალ მიქელაძე

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეხმიანება.

„მათი [ოპოზიციის] განწყობები რა არის? რომ მიშა გამოვუშვათ და დავსვათ ამ ქვეყნის ლიდერად? ის იყო მათი დემოკრატიის შუქურა“ - აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიციას რაღაცის თქმა არ უნდა და მაშინ უცხადებს უნდობლობას სამართალდამცავ უწყებებს.

ზაალ მიქელაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მსგავსად შეიძლება ნებისმიერი მსჯავრდებული მოიქცეს - უნდობლობა გამოუცხადოს სახელმწიფო უწყებებს, არ ითანამშრომლოს, ჩვენება არ მისცეს და არც სასჯელი მოიხადოს.

დეპუტატი ნაცმოძრაობის რეჟიმის დროინდელ სამართალდამცავ სტრუქტურებსაც ეხმიანება. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ციხეებსა თუ ციხეებს გარეთ, ერთი ადამიანის ახირების გამო კლავდნენ ხალხს.

„სასაცილოდ არ გეჩვენებათ, როცა რაღაცის თქმა არ უნდათ და უნდობლობას უცხადებენ სამართალდამცავ უწყებებს? ვერ გავიგე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდის სასჯელს? ყველა მაგას იტყვის - არ ვენდობი დღევანდელ პოლიციას, სასამართლოს, პროკურატურასო და დასხდებიან სახლში და არ აგებენ არაფერზე პასუხს იმიტომ, რომ არ ენდობიან უწყებებს და არ მისცემენ ჩვენებას. ეს არის სახელმწიფო?

მათი [ოპოზიციის] სურვილია, რომ მიშა გამოვუშვათ და დავსვათ ამ ქვეყნის ლიდერად? ის იყო მათი დემოკრატიის შუქურა. რაზე ბრაზობენ და რაზე არიან გადასული ჭკუიდან? აჩვენებენ მთელს მსოფლიოს - აი რა აღმოჩენა გვაქვს ქვეყანაშიო და თურმე ეს აღმოჩენა იყო ის უბედურებები, რაც ერთად გავიარეთ - ის, რაც ხდებოდა ციხეში თუ ციხის გარეთ, ვიღაცის ერთი ახირების გამო. კარგად ქეიფის დროს შეიძლებოდა ვიღაცაზე თითი დაედოთ და მოეკლათ“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.