„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე...“ - ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური პოსტი

ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაია

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც რეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება.

„დიდი რეჟისორი წავიდა!!! ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი.

P.s. მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის, რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე, - ელენიკოსთან ისე არ მივალ, კიტასთან რომ არ გამოვიაროო. წავიდა თავის ელენიკოსთან... მიყვარხართ და მომენატრებით!!!“, - წერს ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში.