1737312489
რა არასიღრმისეული ჟრიამულია „ნაცებისა" Facebook-კედლებზე, „იმხიარულონ" და ელოდონ ნანატრ „სანქციებს," თუ საქართველოს „აუტსაიდერობას" - გია აბაშიძე
„როგორ მკაფიოდ ჩანს, რომ არც არასდროს გაუგიათ თუ რა უმწვავესი განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ პოლონეთზე ანდა უნგრეთზე,’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერების facebook პოსტებს.
როგორც აბაშიძე წერს გაუგებარია მათი მხიარულების საფუძველი.
,,რა არასიღრმისეული ჟრიამულია "ნაცებისა" და მათ ფეხის ხმაზე აყოლილ "კომპეტენტურთა" Facebook-კედლებზე. როგორ მკაფიოდ ჩანს, რომ არც არასდროს გაუგიათ თუ რა უმწვავესი განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ პოლონეთზე ანდა უნგრეთზე. "იმხიარულონ" და ელოდონ ნანატრ "სანქციებს" თუ საქართველოს "აუტსაიდერობას" - წერს აბაშიძე.