გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ამ დღეების განმავლობაში, „ქოლცენტრებს“ ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ არა პენსიონერების გასაძარცვად, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა გაიხსენა ერთ-ერთი „ქოლცენტრის“ მფლობელის ცოლის „ფეისბუქ“ პოსტი, რომელმაც გმირი პოლიციელების ცოლებს მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი და ისინი ჯალათის ცოლად მოიხსენია.
მისი თქმით, ფაქტი, რომ მსგავსი ამორალური ადამიანები, რომლებიც ძარცვავენ პენსიონერებს და არიან კორუმპირებული ბიზნესმენების ოჯახებიდან, გმირი პოლიციელის ცოლს ჯალათის ცოლად მოიხსენიებენ, ყველაფერზე მეტყველებს.
„კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო - ეს არის „ქოლცენტრების“ ჩართულობა „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილ მცდელობაში. მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის „ფეისბუქ“ პოსტი, ეს პოსტი მან მიუძღვნა გმირი პოლიციელების ცოლებს. მან მათ მიუძღვნა ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი, რომელიც იწყება სიტყვებით - „ჯალათის ცოლო“. ეს ტერმინოლოგია გამოიყენა გმირი პოლიციელების ცოლების მიმართ. ამ დროს მე გეტყვით, ვინ არის ეს ადამიანი - ეს ქალბატონი არის ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი „ქოლცენტრის“ მფლობელის ცოლი. ეს ქალბატონი, რომელიც პოლიციელების ცოლებს უწოდებს ჯალათის ცოლებს, არის იმ ადამიანის ცოლი, რომელიც ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნიდან. ანუ, ყოვლად ამორალური ქალბატონი, ყოვლად ამორალური მეუღლის ცოლი და ის კადრულობს ასეთ რამეს. ასევე, ის არის ერთ-ერთი ცნობილი კორუმპირებული ბიზნესმენის შვილი, რომელმაც 90-იან წლებში კორუფციით იშოვა ფული. ასეთი ამორალური ადამიანები დღეს კადრულობენ და ჯალათის ცოლებს იწოდებენ გმირი პოლიციელების ცოლებს. ყველაფერზე მეტყველებს, თავისთავად, ფაქტები.
ასევე, ერთ-ერთი „ქოლცენტრის“ მფლობელის ცოლი, ანუ ყაჩაღის ცოლი იჭრებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს. „ქოლცენტრების“ ჩართულობა სხვადასხვა ფორმით იკვეთება ამ ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მოვლენებში. ასევე, „ქოლცენტრებს“ ამუშავებდნენ არატრადიციული მიზნით, ანუ არა პენსიონერების გასაძარცვად, ამ დღეების განმავლობაში, არამედ იმისათვის, რომ ზეწოლა განეხორციელებინათ საჯარო მოსამსახურეებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებსა და ბიზნესმენებზე. „ქოლცენტრები“ და „ქოლცენტრების“ თანამშრომლები პირდაპირ ჰყავდათ ჩართული ამ საქმეში. ერთი კარგი, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს, არაერთი პენსიონერი, ევროპელი პენსიონერი გადაურჩა გაძარცვას ამ დღეების განმავლობაში და შემოსავალიც მოაკლდათ „ქოლცენტრების“ მფლობელებს, თუმცა ხედავთ, რომ „ნაცმაიდანში“ მათი ჩართულობა იყო ძალიან ინტენსიური და აქტიური და მადლობა ღმერთს, მათი ეს მცდელობა ჩავარდა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.