კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა იყო ეგეოსის ზღვაში - ბიძგები თურქეთშიც იგრძნობოდა

მიწისძვრა

ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:36 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 14,57 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრა თურქეთში, მუგლას, დათჩას და მათ გარშემო რეგიონებში იგრძნობოდა.