ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს! - შალვა პაპუაშვილი

shalva papuashvili

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შინდისის გმირებზე წერს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

„შინდისის გმირების ისტორიაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა. მათი სამშობლოსადმი სიყვარული და თავგანწირვა არის ძალა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების!

ქედს ვიხრი მათ წინაშე! დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

შინდისის ლეგენდარული ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან.  წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი  გააჩნდათ. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია- წამალი გაუთავდათ.