პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარების მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ რეზოლუციას აძლევენ ხმას და ფიქრობენ, რომ ამით ქართველ ხალხს ევროინტეგრაციაში ეხმარებიან მწარედ ცდებიან, ვინაიდან რეზოლუციაში ასახული მოთხოვნები იმდენად მიუღებელია ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, რომ ამით ისინი აშკარად საწინააღმდეგო შედეგებს იმკიან. მათზეა ზედგამოჭრილი გამოთქმა - „კეთილი ზრახვებით არის მოკირწყლული ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა“.
როგორც კაკაბაძე წერს ფაქტია, რომ ეს ევროპარლამენტარები „აპრავებენ“ და დასავლურ ღირებულებებად გვისახავენ სააკაშვილის რეჟიმის მასობრივ ტერორს.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ, ასეთი უსამართლო, უსაფუძვლო, ღირებულებებისაგან დაცლილი დოკუმენტის მიღება, შეუძლებელს ხდის დასავლურ სამართლიანობაზე, დემოკრატიასა და ობიექტურობაზე საუბარს.
„ჩვენ და ევროპარლამენტი ევროპარლამენტი სააკაშვილის და გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს.
ზეიმია ნაცების ბანაკში: დასავლეთი ჩვენს მხარესაა, ძირს ბიძინა! გაუმარჯოს მიშას!
უნებურად გვახსენდება „12 სკამის“ უკვდავი პერსონაჟის ოსტაპ ბენდერის სიტყვები - „Запад нам поможет!“
ევროპაში კარგად იციან, ქართველი ხალხის უმრავლესობას გულწრფელად სურს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია.
ევროპარლამენტარები, რომლებიც ასეთ რეზოლუციას აძლევენ ხმას და ფიქრობენ, რომ ამით ქართველ ხალხს ევროინტეგრაციაში ეხმარებიან მწარედ ცდებიან, ვინაიდან რეზოლუციაში ასახული მოთხოვნები იმდენად მიუღებელია ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, რომ ამით ისინი აშკარად საწინააღმდეგო შედეგებს იმკიან. მათზეა ზედგამოჭრილი გამოთქმა - „კეთილი ზრახვებით არის მოკირწყლული ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა“.
ევროპარლამენტართა უმრავლესობის გაუცნობიერებლობა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ ისევ სჯერათ დიდი ხნის წინ შექმნილი ილუზია- სააკაშვილი და ნაცები არიან პროევროპელები, დემოკრატები, რეფორმატორები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ხოლო ამ "პროგრესული" ძალის ოპონენტები- პრორუსები, ანტიდასავლელები და ანტიდემოკრატები.
ამავე მიზეზით ჰგონიათ მათ, რომ ივანიშვილმა და მისმა "პრორუსმა" "ანტიდასავლელებმა" მიიტაცეს ხელისუფლება და ანტიდემოკრატიული მეთოდებით ინარჩუნებენ მას.
აბა სხვანაირად როგორ ხსნიან, თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებები პროდასავლურია, მაშინ, რატომ აირჩია ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალა და უარი უთხრა „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ სააკაშვილის ხელისუფლებას?
მათ არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ, რომ სწორედ ამაშია მათი საბედისწერო შეცდომა და არასწორი ლოგიკა.
დიახ ვინაიდან, ქართველი ერი დასავლური დემოკრატიული ბუნებისა და ღირებულებების მატარებელია, ვერ აიტანა სააკაშვილის ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული რეჟიმი.
პროდასავლური ორიენტაციის ქართველმა ხალხმა „საარჩევნო რევოლუციის“ გზით გადაირჩია ავტორიტარული, სისხლიანი ხელისუფლება და გაითავისუფლა გზა დასავლური დემოკრატიისკენ.
ამას მოყვა (მოგვიანებით), სისხლიანი რეჟიმის შემქმნელების დიდი ნაწილის (მათ შორის მათი ბელადი სააკაშვილის) უტყუარი მტკიცებულებებით გამყარებული განაჩენების საფუძველზე დამნაშავეებად გამოცხადება.
ქართული სასამართლოების მიერ, მათ მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, არავითარი შენიშვნა და განსხვავებული აზრი არ ჰქონია!
შესაძლებელია, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა, პრიმიტიული აზროვნების, ჯიუტად არაღიარების ან სხვა მიზეზთა ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ევროპარლამენტარები „აპრავებენ“ და დასავლურ ღირებულებებად გვისახავენ სააკაშვილის რეჟიმის მასობრივ ტერორს.
9 წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობა გამოირჩეოდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებით, რომელიც შეიძლება გაიგივებულ იქნას დანაშაულთან კაცობრიობის წინააღმდეგ.
ესენია: ქუჩებში უდანაშაულო ბიჭების დახვრეტა საზოგადოების დაშინების მიზნით, მასობრივი წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში (პატიმართა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა). მასობრივი ხასიათი ქონდა ბიზნესის რეკეტს, ქონებების დაუსაბუთებლად ჩამორთმევას, ჩამოყალიბდა ელიტარული კორუფცია, დაფუძნდა არაოფიციალური ფონდები, რომლებშიც მოქალაქეებისგან გამოძალული დიდძალი თანხები ირიცხებოდა და იხარჯებოდა ბიუჯეტის გვერდის ავლით, სასამართლო გადაქცეული იყო პროკურატურის ნოტარიუსად. დაარბიეს და საკუთარი პარტიის უჯრედებად აქციეს თავისუფალი მედია და ა. შ.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, ბოლო წლებში დასავლური ღირებულებებისადმი ინტერესის კლება, ასევე დასავლური სტრუქტურებისადმი სწრაფვის მნიშვნელოვანი შენელება.
ხალხის უმრავლესობამ დაიწყო ფიქრი იმაზე, რამდენად სწორი წარმოდგენა ჰქონდათ მათ დასავლეთზე, თუ ის ამ ღირებულებების მატარებლებად სააკაშვილის რეჟიმს თვლის.
ჩვენ სულ უფრო და უფრო გვიჭირს ხალხის დარწმუნება, რომ ეს ასე არ არის. რომ დასავლეთშიც არიან ოდიოზური პოლიტიკოსები, რომლებიც ანგარებითი დაინტერესებისა თუ გაუაზრებლობით გვევლინებიან ანტიდემოკრატიული ძალების ლობისტებად და მათი დემოკრატებად წარმომჩენად.
2022 წლის 14 დეკემბერს, ევროპარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ იქნა, პროპაგანდაზე ( და არა ფაქტებზე) დამყარებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრებად არიან გამოცხადებულნი. ამავე რეზოლუციაში მოთხოვნილია, ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება ყოველგვარ მტკიცებულებისა და არგუმენტის გარეშე.
ევროპარლამენტის მიერ, ასეთი უსამართლო, უსაფუძვლო, ღირებულებებისაგან დაცლილი დოკუმენტის მიღება, შეუძლებელს ხდის დასავლურ სამართლიანობაზე, დემოკრატიასა და ობიექტურობაზე საუბარს.
ევროსტრუქტურების ქედმაღლური ტონი საქართველოს მიმართ აღვიძებს უსიამოვნო მოგონებებს, რომელიც ასოცირდება კომუნისტურ ცკ-სთან, რომლის გადაწყვეტილებების შესრულებაც ასეთივე სავალდებულო იყო.
ჩნდება კითხვა: რა გვინდა ჩვენ, დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ერთი ბატონის მეორეთი შეცვლა?
ახალი ბატონი ბრძანებას რატომღაც „რეკომენდაციას“ ეძახის, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში „ანტიდემოკრატის“, „ანტიდასავლელის“ და „პრორუსის“ იარლიყს გაწეპებს მძლავრი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით. შედეგიც არანაკლებია ბოლშევიკების მიერ ოპონენტისათვის „ხალხის მტრის“ იარლიყის მიკერებაზე.
და ბოლოს, ისევ ნაცები, ისევ საბჭოთა ფილმის "12 სკამი"ს და ოსტაპ ბენდერის სიტყვების - „Запад нам поможет!“ მიზნები, რომლებიც დღესაც აქტუალურია.“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.