25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1734351750
ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივა ღიად უნდა დავტოვოთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვექნება რეაქცია, თუ მთავრობა საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ზომები არ უნდა აისახოს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
ლიპავსკიმ აღნიშნული კომენტარი ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩეხეთის პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა დავტოვოთ ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის ღიად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება რეაქცია, თუ მთავრობას არ სურს თანამშრომლობა და მთავრობა ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ვნახოთ, რა იქნება სპეციფიკური ზომები. მე რამდენიმე მათგანი წარმომიდგენია, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს საქართველოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.