ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ მტკიცე და ურყევია - გულწრფელად გისურვებთ მდგრად მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.