ქართული პოლიტიკური სპექტრი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს - საპარლამენტო ოპოზიციამ 5-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავა

საქართველო

ქართული პოლიტიკური სპექტრი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ოპოზიციის ნაწილმა ცოტა ხნის წინ, ერთობლივი პოზიცია დააფიქსირა.

„ლელომ", „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" 5-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, ოპოზიციას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც  საპარლამენტო დონეზე უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ, როგორც პროექტის ინიცირება, ასევე დაუყოვნებლივ, შემდგომ სასესიო კვირას მოხდეს ამ რეზოლუციის ერთობლივი მხარდაჭერის გზით დასრულება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, მათ შორის ვითხოვთ "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებს იმისთვის, რომ ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია, უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში და შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.