1735251690
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. შეკრებილმა მოსახლეობამ მხარდაჭერა აღუთქვა დელეგატს და მმართველ გუნდს, რადგან სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ომში არ არის ჩართული. ამიტომაც აღინიშნა, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე და ორხევში არსებული, ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი.