პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს სენაკი და ვანი ცნობილ მუსიკოსებს 20:00 საათზე უმასპინძლებს. ვანში მსმენელის წინაშე ღამის შოუს ბენდი, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, დათუნა სირბილაძე და მაგდა ნიკოლეიშვილი წარდგებიან, ხოლო სენაკში, ადგილობრივების განწყობაზე ჯგუფი „მიქსტურა“, მომღერალი სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა იზრუნებენ.
გუშინ მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებას თერჯოლამ უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, მომღერლები - თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე და თიკა მახალდიანი წარდგნენ. მუსიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მშვიდობა უალტერნატივოა.