1734979317
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წელი გავიდა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 12 წლის წინ ჩატარებული არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია დამარცხდა.