პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების“ გუნდის უმრავლესობა ადგილზეა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი გასაქანი არ მიეცეს დესტრუქციის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა იყოს გარანტირებული - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
„ვერ გაგახარებთ ვერც „მთავარ არხს“ და ვერც სხვა პარტიულ ტელევიზიებს, „ქართული ოცნების“ გუნდი აქ არის, მომდევნო კვირას ველოდებით ოპოზიციას, როგორი რიხიანებიც იყვნენ, მოვიდნენ და გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. სპეკულაციებს და სიცრუეს დაანებეთ თავი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა არის ადგილზე. თუ რამე იქნება საჭირო გასაჟღერებელი, პირველები თქვენ გაიგებთ“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.