„კლინიკაში გული გაუჩერდა...“ - ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
1734897289
„ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის განსაკუთრებული პრიორიტეტია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად, დემოკრატიულად, მშვიდობიანად. სწორედ ეს იყო იმის მიზანი, რომ ჩვენ მოვიწვიეთ დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა ლევან მახაშვილმა. მან განმარტა, რომ ქვეყანაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ქვეყანაში სწორედ ამ მოწვევის ფარგლებში ჩამოდის.
„სწორედ აღნიშნული მოწვევის ფარგლებში დღეს საქართველოში ჩამოდიან ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრები. ვისაუბრებთ ერთი მხრივ 2012 წლის შემდგომ განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებზე და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა დეტალურად განვიხილავთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზე, ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა. 6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიას და პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი განცხადებას გამოაქვეყნებს.