„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

კაჭარავა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილი 265ა-ში, ადგილობრივ მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, დავით კაჭარავამ „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ამომრჩეველთან, ასევე, მან ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.