„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიაში 5 ქალია

ოცეული

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. წ

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში 5 ქალია:

თეა წულუკიანი, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ეკა ჭიჭინაძე, ლიკა შარტავა.

პარტიის პირველი ოცეული მთლიანობაში ასე გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.