ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კიევი რუსეთის წინააღმდეგ მძლავრ სანქციებს ელოდება, რომლებიც ვლადიმერ პუტინის სამხედრო ბიუჯეტს დაარტყამს. ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ანდრეი სიბიგას თქმით, კაია კალასთან ასევე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას შესრულებული აქვს ყველა მოთხოვნა წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გასახსნელად.
უკრაინელმა დიპლომატმა დადებითად შეაფასა კაია კალასთან გამართული შეხვედრა.
„ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მომდევნო ნაბიჯები რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად. ველოდებით, რომ ეს ნაბიჯები იქნება ნამდვილად მძლავრი და დააზარალებს პუტინის სამხედრო ბიუჯეტს. ასევე განვიხილეთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის წინსვლის საჭიროება. აღვნიშნე, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გასახსნელად და ერთი ქვეყნის მიერ პროცესისთვის ხელის შეშლა მიუღებელია. ვაფასებ ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში და მადლობას ვუხდი კაიას მისი პერსონალური ლიდერობისთვის“, – წერს ანდრეი სიბიგა.