ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე - მაკა ბოჭორიშვილი​

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამიტში. ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროკავშირის პირველ პირებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ.

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელის ინტერესშია, რომ მოუსმინონ საქართველოს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე.

"ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს და ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას და ორგანიზებული იყო "ევრონიუსის" მიერ. თავისთავად, ფორმატი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული, თუმცა იმ კითხვებზე, რაც დაისვა ქართული მხრიდან გაჟღერდა პასუხები და რაც მთავარია, ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით და საუბართან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, თუ არის მათთვის მნიშვნელოვანი სწორედ ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენს ურთიერთობების დღის წესრიგში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

✕