1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„მოლდოვას ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა (ყოველ 10000 პატიმარზე გათვლით), ყველაზე მაღალია ევროპაში და ოთხჯერ მაღალი საქართველოს მაჩვენებელზე. პირობები კი მოლდოვის ციხეებში ევროპაში ყველაზე უარესია. ქალბატონო სანდუ, იქნებ ჯერ იმ ქვეყნის პატიმრებზე გეზრუნათ, ვის პრეზიდენტადაც აგირჩიეს?“ - წერს სუბარი.
მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს.