ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი „მზრუნველობა“ სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა - გერმანელი დეპუტატი რაინერ როთფუსი

გერმანელი დეპუტატი რაინერ როთფუსი

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი მზრუნველობა სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა, დოქტორმა რაინერ როთფუსმა ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

როთფუსის შეფასებით, რეზოლუციის პროექტის ინიციატორები ატარებენ გეოპოლიტიკურად მოტივირებულ, ფატალურ ქრეშ-კურსს ევროპისა და ევრაზიისთვის.

„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი შემოთავაზებული რეზოლუცია სინამდვილეში ევროკავშირის კანდიდატი საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა. ამით თქვენ ატარებთ თქვენს სუფთა გეოპოლიტიკურად მოტივირებულ ფატალურ ქრეშ-კურსს ევროპისა და ევრაზიისთვის. გადაწყვიტეთ ევროპის აქტუალური კრიზისები, ნაცვლად იმისა, რომ გაატაროთ აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის პოლიტიკა. უკრაინა უკვე აღმოჩნდა ევროკავშირის სატყუარათი და მაიდანის პუტჩით ხაფანგში. შეწყვიტეთ ერთადერთი მშვიდობის პროექტის, ევროკავშირის, ვაშინგტონის მოსკოვის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ იარაღად ბოროტად გამოყენება. თქვენი პრიმიტიული მეგობარი/მტერი სქემით და სანქციებით უკვე საკმარისი ზარალი მიადგა ევროკავშირს. არა რუსეთის, არამედ გერმანიის ეკონომიკა გაანადგურეთ ამით, ქალბატონო ბერბოკ და მმართველო კოალიციავ. შეწყვიტეთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ის უნდა იყოს ნეიტრალური ხიდი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ორმაგ კონტინენტს, ევრაზიას და 5 მილიარდ ადამიანს“, - განაცხადა როთფუსმა.