ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, მოსახლეობა “ნაცმოძრაობის” წევრს, ანი წითლიძეს დაუპირისპირდა

დაპირისპირება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ დასახლებიდან გასულიყვნენ და მათ რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს. ენმ-ის წევრებმა კი ადგილობრივების მისამართით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს, რასაც ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა.

თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ დევნილ თეონა ქარდავას სიტყვიერი შეურაცხყოფა ანა წითლიძემ მიაყენა, რამაც ადგილზე სიტუაცია დაძაბა.