კურორტ საირმეში ხანძარია - ვითარება ადგილზე
1760796554
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქმის პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, საქმეში მტკიცებულებების სახით ბრალდებულის საჯარო განცხადებებია წარმოდგენილი.
"დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას. საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, რაც მიმართული იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებისკენ. ასევე, მოწოდებები შსს-ის თანამშრომლების მიმართ, რომ მათ არ შეესრულებინათ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობები და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივად მოქმედი პირებისათვის განეხორციელებინათ თავიანთი მიზნები," - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.