საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1731603238
პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გამოკითხვაზე კონკრეტული გვარები ვერ დაასახელა.
„გვქონდა შემდეგი სახის შეკითხვები - რა იცოდა მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუ შეეძლო კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. მოწმემ სამწუხაროდ, კონკრეტული სახელები და გვარები ვერ დაგვისახელა. რა თქმა უნდა, კონკრეტული ინციდენტი ჩვენს მიერ გადამოწმდება. დავაიდენტიფიცირებთ, შევადარებთ სიუჟეტებში გასულ ინფორმაციას. დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს“, - განაცხადა პროკურორმა.
ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა.