პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციით დაკავებულ პირებზე სისტემატურად ახდენდა სასტუმროს ოთახების გადაცემას. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში, პროსტიტუციაში ჩაბმული პირები გამომუშავებული თანხის ნაწილს ფართის მფლობელს აძლევდნენ.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.