„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
პროკურატურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო რომეო მიქაუტაძისთვის ბრალდების მხარის მოთხოვნას - ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან.
ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების ცნობით, ბრალდებული, 8 წლის განმავლობაში, თანამდებობით უკანონოდ სარგებლობდა, შედეგად კი მისი ქონება მილიონობით ლარით გაიზარდა. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.