"პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა, რომ წასულიყო იმ ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა" - ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა და თუ ძალიან სურდა, შეეძლო რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში მისულიყო. ტრამპმა აქცენტი უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მალე დასრულდება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა, რომ წასულიყო იმ ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი.

ომი - რომელსაც ის აშშ-სა და ტრამპის გარეშე ვერასოდეს მოაგვარებს. ისინი ვერასოდეს მოაგვარებენ ამ ომს ჩვენი ჩარევის გარეშე.

ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება და ზელენსკის ალბათ სურს... შესაძლოა, სურს მატარებლის გაგრძელება. არ ვიცი, რა არის პრობლემა. ძალიან განაწყენებულია, რომ არ მიიწვიეს. მას შეეძლო, რომ მოსულიყო თუ სურდა, მაგრამ ის არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში, მაგრამ ის უკვე სამი წელია მუშაობს და არასოდეს ყოფილა შეხვედრები ან სატელეფონო ზარები ამ ომის შესაჩერებლად. ეს საშინელებაა.

მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა. მისი ქვეყანა დაიმსხვრა და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა. ვერ დაასრულებ ომს, თუ ორივე მხარეს არ ესაუბრებით. თქვენ უნდა ისაუბროთ - ისინი სამი წელია არ საუბრობენ, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მალე დავინახავთ ცეცხლის შეწყვეტას და აღვადგენთ სტაბილურობას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

 ის უარს ამბობს არჩევნებზე, მისი რეიტინგი დაბალია რეალურ უკრაინულ გამოკითხვებში, ვგულისხმობ, როგორ შეიძლება იყო მაღლა, როცა ყველა ქალაქი დანგრეულია?" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.