„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
მმართველ გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნების წარდგენას ელის.
„ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან, შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. თუ იქნება ამის საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტები წარმოდგენილი, ყურადღებით გავეცნობით. ეჭვი მაქვს იყოს ასეთი, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის ნიშნად, დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კანონს მოსმენების შესახებ ვეტო დაადო.