ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს.
ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. მისი უწმინდესობის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია.
მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის.
განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.
ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს მსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს პრეზიდენტი.