პრეზიდენტი: გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს - ხაზი გაესვა საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად

ყაველაშვილი

პირველ დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას ბევრი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. სწორედ იმისთვის იყო ეს ვახშამი ორგანიზებული, რომ ჩვენ გვქონოდა ერთმანეთთან გასაუბრების საშუალება და ამ ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მილანში სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი შეეხებოდა აშშ-სა და საქართველოს საერთო ღირებულებებს და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომდევნო წლებში დინამიკურად გაგრძელდება.

„ძალიან თბილი შეხვედრა იყო. იცით რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებს, სხვათა შორის აღნიშნა ქრისტიანული ისტორიული ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იცოდა ვიცე პრეზიდენტმა და კარგი სიტყვები არ დაიშურა, ჩვენი პატრიარქიც ახსენა და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ თბილი შეხვედრის შემდეგ იყო შთაბეჭდილებები ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.