პრემიერის წერილში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა ახალგაზრდაზე, მათ შორის იმათზეც, ვინც შეიძლება შეცდომაშია შეყვანილი - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

პრემიერის წერილში ნათლად ჩანს ის, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს ყველა ახალგაზრდაზე, მათ შორის იმათზეც, ვინც შეიძლება შეცდომაშია შეყვანილი, -ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილს გამოეხმაურა.

„არ შეიძლება, მათ შორის, ახალგაზრდა, იყოს სუბიექტური და ობიექტურად არ მიუდგეს საკითხებს, მათ შორის, თუ საკუთარი ქვეყნის ისტორია გაინტერესებს და უახლესი ისტორია, რომელიც ახლაც იწერება.

პრემიერის წერილში ნათლად ჩანს ის, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს ყველა ახალგაზრდაზე, მათ შორის, იმათზეც, ვინც შეიძლება შეცდომაშია შეყვანილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.