პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ბუნებრივია, ჩვენ ვიმსჯელეთ რთველზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირებას წელსაც მოვახდენთ. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, მინიმუმ, 90 თეთრი იქნება. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო მევენახეებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.
„პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით - დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს დარგში 25 000-მდე მევენახეა ჩართული, რაც მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას ნიშნავს.
„მოგეხსენებათ, მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დარგია და ჩვენმა ხელისუფლებამ, მოსვლის დღიდან, ის ერთ-ერთ მთავარ დარგად გამოაცხადა. ჩვენი მხრიდან, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, ალბათ, გახსოვთ, 2012 წლამდე, არათუ მევენახეობა-მეღვინეობის წახალისება არ იყო, არამედ მთავრობა უხეშად ერეოდა დარგში და ჩვენს მევენახეებს ვენახების გაჩეხვასა და ყურძნის არჩაბარებას სთხოვდნენ. იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, იმდენად გართულებული იყო პროცესი, რომ პრაქტიკულად, ყურძნის ჩაბარება აზრს კარგავდა. მევენახეები პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ამის არაერთი მაგალითი ძალიან კარგად გვახსოვს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.