მოძრაობა 3 დღით იზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1760628900
აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას.
„მე დავესწარი ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც ჩამოთვალეს ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები. პირველ პრობლემად იყო დასახელებული კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მეორე პრობლემად - ზოგადად, მუშახელის დეფიციტი. იმხელა აცდენაა დღეს, ერთი მხრივ უმუშევრობაც გვაქვს 13%-მდე და მეორე მხრივ, ბიზნესს აქვს პრობლემა, რომ ვერ პოულობენ მუშახელს და ხშირად უწევთ, მაგალითად შუა აზიის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან მუშახელის ჩამოყვანა, ისე, ეკონომიკის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას ექმნება საფრთხე.
აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის. ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას. ეს ინტერესი მათ საჯაროდაც გამოხატეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შედგება პროდუქტიული თანამშრომლობა ამ თემაზე“, - განაცხადა პრემიერმა.